საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინდონეზიის უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამები

ინდონეზიის უნივერსიტეტი საერთაშორისო სტუდენტებისთვის აცხადებს ორ სასტიპენდიო პროგრამას. UI GREAT - სამაგისტრო პროგრამისთვის განკუთვნილი სტიპენდიაა, რომელიც ფარავს შემდეგ ხარჯს: სტუდენტური ვიზა და ქვეყანაში ყოფნის ნებართვა (ყოველწლიური), ბილეთი (ერთი გზა), კარანტინი (საჭიროების შემთხვევაში), დაზღვევა, პირველადი მოწყობა (ერთჯერადი), ცხოვრების ხარჯი (განთავსების ჩათვლით), სახელმძღვანელოების და კვლევის ხარჯი, სწავლის საფასური.


სტიპენდია მოიცავს შემდეგ სამაგისტრო პროგრამებს: სამედიცინო და სამეცნიერო ტექნოლოგიები, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, ინტერდისციპლინური კვლევები. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 31 მაისი.


UI SHINE - გაცვლითი პროგრამებისთვის განკუთვნილი სტიპენდიაა (სემესტრული). პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ინდონეზიის უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებს. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 31 მაისი.

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.


 

თარიღი: 03/05/2022